ელექტრიკოსი გამოძახებით — როგორ დავგეგმოთ ელექტროობა ბინაში

ბინის რემონტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი არის ელექტროობის სწორად დაგეგმვა. როდესაც ელექტრიკოსი გამოძახებით მოდის თქვენთან, ის პირველ რიგში აფასებს არსებულ მდგომარეობას და გეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. სამწუხაროდ ბევრი ადამიანი ამ ნაწილს სათანადო ყურადღებას არ აქცევს. არასწორ ადგილას დამონტაჟებული როზეტი, სუსტი განათება ან გადატვირთული ქსელი კი დამატებით პრობლემებს ქმნის. თავიდანვე სწორი დაგეგმვა აგაცილებს ზედმეტ ხარჯებს და მოგცემს უსაფრთხოებას.
რატომ არის მნიშვნელოვანი გაყვანილობის დაგეგმვა ბინაში
ელექტრო გაყვანილობა არის ბინის „ფარული სისტემა“. ის კედლებშია მოქცეული. ამიტომ მისი შეცვლა მოგვიანებით რთული და ძვირია. ამიტომ მნიშვნელოვანია თავიდანვე სწორად დაიგეგმოს.
არასწორმა დაგეგმვამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა: დენის ხშირი გამორთვა, სადენების გადახურება, ტექნიკური დაზიანება.
სწორად დაგეგმილი სისტემა მოგიტანს:
- სტაბილურ ენერგომომარაგებას
- ტექნიკის დაცვას
- კომფორტულ ცხოვრებას
დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინო რამდენი ტექნიკა გექნება თითოეულ ოთახში, სად იქნება ავეჯი, რა სიმძლავრის მოწყობილობებს გამოიყენებ.
გაყვანილობის სქემა წინასწარ უნდა დაიხაზოს. ეს დაგეხმარება ყველაფრის სწორად განაწილებაში.
როზეტების განლაგება ოთახებში
როზეტის სწორად განთავსება ყოველდღიურ ცხოვრებას ამარტივებს. სჯობს ბევრი როზეტი გააკეთო რადგან თუ ცოტა როზეტი გაქვს მალე დაგჭირდება გადამყვანების გამოყენება. ეს კი არც უსაფრთხოა და არც მოსახერხებელი. მოდი განვიხილოთ ოთახების მაგალითები.
1. მისაღები ოთახი
მისაღებში ბევრი ტექნიკა იყრის თავს. ამიტომ იმაზე მეტი როზეტი დაგჭირდება, ვიდრე სხვა ოთახებში. მაგალითად ტელევიზორის ზონაში მინიმუმ 4-5 როზეტია საჭირო, ინტერნეტი და როუტერისთვის 1-2 როზეტი და კიდე დამატებითი – 2-3 სხვადასხვა კუთხეში, დივანთან, ორივე მხარეს.
2. საძინებელი
აქ როზეტების განლაგებისას მნიშვნელოვანია კომფორტი. საწოლის ორივე მხარეს უნდა განთავსდეს მინიმუმ 2-2 როზეტი, ტელევიზორისთვის – 2-3 როზეტი, ასევე დამატებით 1-2 როზეტი სარკესთან ფენისთვის და მსგავსი მოწყობილობებისთვის.
3. სამზარეულო
სამზარეულო როგორც წესი ყველაზე დატვირთული სივრცეა. მაცივარს ჭირდება ცალკე როზეტი, ასევეა ღუმელი და გაზქურა, აქ ასევე გასათვალისწინებელია რომ ხაზი იყოს ძლიერი. მიკროტალღურსაც ასევე ჭირდება ცალკე ერთი როზეტი, ჩაიდანი და ყავის აპარატი – 2-3 ჩართველი. ჭურჭლის სარეცხი მანქანის 1 როზეტი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ 1-2 დამატებითი როზეტი წვრილი, არაყოველდღიური გამოყენების ტექნიკისთვის.
4. აბაზანა
აბაზანაში უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია. აქ უნდა გამოვიყენოთ სპეციალური დაცული როზეტები. უნდა განვათავსოთ წყლისგან შორს. ორი როზეტი აუცილებელია სარეცხი მანქანის და საშრობისთვის. ერთი დამატებითი როზეტი კარგი იქნება სარკესთან თმის საშრობისთბის.
რა უნდა გავითვალისწინოთ განათების არჩევისას
განათება მხოლოდ ნათურა არ არის. სწორად შერჩეული განათება ქმნის ატმოსფეროს და ბინას უფრო კომფორტულს ხდის.
არსებობს განათების სამი ძირითადი ტიპი:
- ძირითადი განათება
- დამატებითი განათება
- დეკორატიული განათება
ძირითადი განათება არის ოთახის მთავარი სინათლე. მაგალითად ჭერის ჭაღი. ის უნდა ანათებდეს მთელ სივრცეს, უნდა იყოს ძლიერი და მკვეთრი.
დამატებითი განათება გამოიყენება კონკრეტული ზონებისთვის. მაგალითად სამუშაო მაგიდასთან, სამზარეულოს ზედაპირისთვის ან სარკესთა
დეკორატიული განათება კი ქმნის სიმყუდროვეს. მაგალითად შესაძლოა გაკეთდეს LED ზოლები, კედელზე პატარა სანათები ან იატაკის ლამპები.
განათების არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციო ნათურების ფერს, ცივი გსურს თუ თბილი, ასევე გასათვალისწინებელია ენერგოეფექტურობა, განათების სიმძლავრე და ოთახის ზომა.
რატომ არის აუცილებელი ელექტრიკის გამოძახება
ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ელექტროობა მარტივი საქმეა, თუმცა სინამდვილეში ეს ერთ-ერთი ყველაზე სარისკო სფეროა.
არასწორმა ჩარევამ შეიძლება გამოიწვიოს, ისეთი პრობლემები, როგორიცაა:
- მოკლე ჩართვა
- ხანძარი
- ტექნიკის დაზიანება
- ადამიანის დაზიანება
პროფესიონალი ელექტრიკოსი სწორად დაგეგმავს სისტებას და გამოიყენებს ხარისხიან მასალებს. ელექტრიკის მიერ დაცულ იქნება უსაფრთხოების წესები და მოგცემს ამასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს. ამიტომ თუ აპირებ ბინის რემონტს, ძველი გაყვანილობის შეცვლას ან დამატებითი ხაზების დაყენებას ჯობს მიმართო სპეციალისტს. ელექტიკის გამოძახება ნიშნავს თქვენს უსაფრთხოებას.
ელექტრიკოსი გამოძახებით — როდის გჭირდებათ? და რა ღირს მოსახურება
ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. ერთიანი ტარიფი არ არსებობს.
ფასზე მოქმედებს:
- ბინის ფართობი
- სამუშაოს სირთულე
- გამოყენებული მასალა
- წერტილების რაოდენობა (როზეტი, განათება)
- ოსტატის გამოცდილება
ჩვენი რემონტის კალკულატორში შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენი მონაცემები და სურვილები და ის ავტომატურად დაგითვლით მიახლოებით თანხას, ან შეგიძლიათ ჩვენს ბმულზე ატვირთოთ თქვენი შეკვეთა და ხელოსანი თავად დაგიკავშირდებათ და გეტყით მომსახურების ზუსტ ფასს.

თუ გჭირდებათ პროფესიონალი ელექტრიკოსი გამოძახებით, xeloba.ge-ზე თბილისის თითქმის ყველა უბნიდან არიან დარეგისტრირებული გამოცდილი ოსტატები. თითოეულ ელექტრიკოსს მითითებული აქვს 1 წერტილის შესრულების ღირებულება, სამუშაო ლოკაცია და მინიმალური გამოძახების საფასური. საიტზე არსებული მონაცემების მიხედვით, ელექტრიკოსის მომსახურება ერთ წერტილზე 20 ლარიდან იწყება და 50 ლარამდე ადის — დამოკიდებულია სამუშაოს სირთულეზე და ოსტატის გამოცდილებაზე. ასევე ნახავთ მათ ფოტოებს, შესრულებულ სამუშაოებს და რეალური კლიენტების შეფასებებს.



კარგი სტატიაა